суббота, 26 сентября 2009 г.


ჩემი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი





გაკვეთილის მთავარი თემა

გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ:

1. მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

VIII.11. მოსწავლე მოიპოვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით,

2. როგორ მოვიპოვოთ მონაცემები და როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი ამ მონაცემების ანალიზსა და სტატისტიკაში, შევარჩიეთ თემა ,,ჩემი ქალაქის ტრანსპორტი”.

3. მოპოვებული მონაცემების შემდგომში დამუშვებისა და კვლევის უნარების გაღრმავება; თანამედროვე ,,ინფორმაციულ სამყაროში” რეალობის აღქმისა და შემოქმედებითი მიდგომისკენ მიმართული დამოუკიდებელი ნაბიჯების ხელშეწყობა.


სწავლების საფეხური

VIII კლასი



მოსწავლეთა პროფილი

კლასში 35 მოსწავლეა, განსაკუთრებული მიდგომების და საჭიროების მოსწავლეთა რაოდენობა-0.



გაკვეთილის მნიშვნელობა/

აქტუალობა

მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას 23-ე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებში თბილისში ტრანსპორტის სარგებლობის შესახებ, თბილისში ტრანსპორტის მუშობასთან დაკავშირებით მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, მოახდენენ დაკვირვებას, შეისწავლიან ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.




გაკვეთილის

მიზნები და

შედეგები


მოსწავლეები შეისწავლიან მონაცემთა შეგროვებას, კლასიფიკაციას და მონაცემთა სიხშირეთა ცხრილის მიხედვით წარმოდგენას. მოსწავლეებს გამოუმუსავდებათ უნარი MICROSOFT EXCEL-ში დიაგრამების აგების, პრაქტიკული ხასიათის ამოცანებში სტატისტიკური მონაცემების სისტემტიზაციისათვის.

წინასწარი ცოდნა


ოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კომპიუტერთან მუშაობა, უნდა შეისწავლონ MS Word, PowerPoint , MICROSOFT EXCEL-ში დიაგრამების აგებ, საძიებო სისიტემა Google-ში უნდა შეეძლოთ საკვანძო სიტყვების შერჩევა.



შეფასების საგანი და პროცედურები



მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენთ ქულების საშუალებით. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება პრეზენტაცია, მსჯელობა, საძიებო სისტემა Google-ში შესრულებული დავალება. კლასში გამოვიყენებ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას.

1-3 ქულა მოსწავლე არასულფასოვნად მოიპოვებს ინფორმაციას. ვერ აკეთებს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს ვერ იყენებს ისტ-ს.

4 -5 ქულა მოსწავლე აკეთებს კლასიფიკაციას თბილისში ტრანსპორტის შესახებ, ნაწილობრივ ახდენს დაკვირვებას ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის შესახებ და შესაბამისად მოიპოვებს ინფორმაციას. არასრულყოფილად ფლობს იტს-ს.

6-7 ქულა მოსწავლე აკეთებს კლასიფიკაციას თბილისში ტრანსპორტის შესახებ და სრულყოფილად მოიპოვებს ინფორმაციას ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის შესახებ . ნაწილობრივ მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში, აკეთებს ანალიზს მოპოვებული ინფორმაციის შესახებ. ნაწილობრივ ფლობს საოფისე პროგრამებს.

8-10 ქულა მოსწავლე სრულყოფილად მოიპოვებს ინფორმაციას ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის შესახებ . სრულყოფილად მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში, აკეთებს ანალიზს მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და სრულყოფილად ფლობს საოფისე პროგრამებს.




სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


დამხმარე ლიტერატურად გამოვიყენებთ თბილისის ისტორიას, კომპიუტერული ლაბორატორიას. პროექტორი , 20 ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ფოტოაპარატი




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება?

რა აქტივობებს განვახორციელებ სასწავლო მიზნის მისაღწევად? რა დროს დავუთმობ თითოეულ აქტივობას?

როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას?

როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას?

როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას?


როგორ მოვახდენ მოსწავლეების ორგანიზებას (ინდივიდუალური/ წყვილებში/ჯგუფებში/მთელ კლასთან მუშაობა).

пятница, 25 сентября 2009 г.